1. ხელშეკრულების მონაწილე მხარემ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე უნდა გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს ფული და სხვა მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილია დანაშაულებრივი გზით ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამასთან ასეთი გადაცემა არ უნდა ხელყოფდეს ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა და მესამე პირთა უფლებას ამ ფასეულობებზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული ფული და სხვა მატერიალური ფასეულობები აუცილებელია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვისათვის, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს მათი გადაცემ