1. დოკუმენტები, რომლებიც შედგენილი ან დამოწმებულია ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დაწესებულების მიერ, ნამდვილია, თუ ის დამოწმებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის შესაბამისი კომპეტენტური დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით. ასეთი სახით ისინი შეიძლება მიღებულ იქნან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ლეგალიზაციის გარეშე.

2. დოკუმენტები, რომელებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მიჩნეულია ოფიციალურ დოკუმენტებად, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიცალური დოკუმენტების დამამტკიცებელი ძალი