ამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კომპეტენტური დაწესებულებები დაპლომატიური გზით მიღებული თხოვნის საფუძველზე, უფასოდ გადაუგზავნიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის მოწმობებს, განათლების მოწმობებს, მონაცემებს შრომითი სტაჟის შესახებ და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეთა პირად უფლებებსა და ქონებრივ ინტერესებ