1. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შესაბამისი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას, ამასთან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის თხოვნით მას შეუძლია გამოიყენოს მეორე მხარის საპროცესო ნორმები, თუკი იგი არ ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
2. თუ შემსრულებელი მხარის ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მაშინ იგი მოთხოვნას გადაუგზავნის კომპეტენტურ დაწესებულებას და ამის შესახებ აცნობებს შემკითხველ მხარეს.
3. მოთხოვნის შესრულების შემდეგ შემსრულებელი დაწესებულება საქმის მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომადგენ დაწესებულებას, აცნობებს მას მოთხოვნის შეუსრულებელი ნაწილის შესახებ და მისი შეუსრულებლობის მიზეზებს.
მუხლი 6
თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 6. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-6/