1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოში თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯებისაგან და გაეწევათ უფასო სამართლებრივი დახმარება იგივე პირობებით, როგორც ამ მხარის მოქალაქეებს.
2. აღნიშნული სამართლებრივი დახმარება გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, ვრცელდება ყველა იმ პროცესუალურ მოქმედებაზე, რომლებიც ამ პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით ხორციელდება.