ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე;
ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში;
გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით;
დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას;
ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;
ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად;
2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან.
3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
მუხლი 20. მე–19 მუხლში აღნიშნულ გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას:
თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. მე-19 მუხლში აღნიშნულ გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას:
- მუხლი 68. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
- მუხლი 14. საჩივრის წარდგენა და დასაშვებად ცნობა
- მუხლი 35. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 87. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა
- მუხლი 36349. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მეორე მხარის სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე თარგმანის გარეშე და უფასოდ გადაუგზავნიან ერთმანეთს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტ
- მუხლი 14. 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის ტერიტორიაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი, დადასტურებული და ოფიციალური ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები ან მათი აუთენტური ასლები მეორე მხარის ტერიტორიაზე
- მუხლი 16. 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოში თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯებისაგან და გაეწევათ უფასო სამართლებრივი დახმარება იგივე პირობებით, როგ
- მუხლი 17. 1. მე–16 მუხლით გათვალისწინებული შე ღავათებით სარგებლობისათვის აუცილებელ დოკუმენტს პირადი, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასცემს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რ
- მუხლი 18. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის სასამართლო მეორე მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიმართ გარკვეული პროცესუალური მოქმედებების განსახორციელებლად დააწესებს ვადას, ამ ვადის მიმდინარეობა დაიწყე
- მუხლი 19. 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს:
- მუხლი 21. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, მე–20 მუხლში გათვალისწინებული პირობების გარდა (ზ) პუნქტის გამოკლებით, უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მუხლი 22. 1. მოთხოვნა გადაწყვეტილების ცნობისა ან აღსრულებისათვის, ამ ხელშეკრულების 1-ლი მუხლის დებულებათა შესაბამისად, უშუალოდ წარედგინება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უნდა ცნო
- მუხლი 23. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება
- მუხლი 24. ამ ხელშეკრულების დებულებები გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ ეხება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ გადაწყვეტილებათა აღსრულების შედეგად მოპოვებული ფულადი თანხების და ნივთების გადაგზ
- მუხლი 25. 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას გაუწიონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 20. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-20/