1.შემსრულებელი დაწესებულება დოკუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესების შესაბამისად თუ გადასაცემის დოკუმენტები შემსრულებლის ენაზეა შედგენილი ან დართული აქვს მის ენაზე დამოწმებული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიმღებს მაშინ ჩაბარდება, თუკი იგი ნებაყოფილობით დათანხმდება მათ მიღებაზე.
2. დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.
3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მისამართი არასრული ან არაზუსტი აღმოჩნდა, შემსრულებელი დაწესებულება ღებულობს ზომებს ზუსტი მისამართის დასადგენად. თუ მისამართის დადგენა შეუძლებელი გახდა, მოთხოვნის შემსრულებელი მხარე მოთხოვნის წარმომდგენ დაწესებულებას აცნობებს ამის შესახებ და მოთხოვნას დოკუმენტებთან ერთად უკან უბრუნებს.
მუხლი 7
თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. 1.შემსრულებელი დაწესებულება დოკუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესების შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები შემსრულებლის ენაზეა შედგენილი ან დართული აქვს მის ენაზე დამოწმებუ
- მუხლი 21¹⁰⁴. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა
- მუხლი 140
- მუხლი 1
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-7/