შუამდგომლობის შესრულება
1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება იყენებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
შემკითხველი დაწესებულების თხოვნით იუსტიციის შემსრულებელ დაწესებულებას შესრულების ხერხისა და ფორმის მიმართ შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის პროცესუალური ნორმები, რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობას.
2. თუ იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება არ არის კომპეტენტური შეასრულოს დავალება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, იგი მას გადაუგზავნის იუსტიციის კომპეტენტურ დაწესებულებას და ამის შესახებ აცნობებს შუამდგომლობის გამომგზავნ დაწესებულებას.
3. იუსტიციის შემკითხველი დაწესებულების თხოვნით იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება დროულად აცნობებს მას, თუ როდის და სად შესრულდება შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
4. თუ შეუძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება მასში აღნიშნულ მისამართზე, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელ ზომებს ღებულობს მისამართის დასადგენად.
5. შუამდგომლობის შესრულების შემდეგ იუსტიციის დაწესებულება, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით, დოკუმენტებს უგზავნის იუსტიციის შემკითხველ იმ დაწესებულებას, რომლისგანაც მომდინარეობს შუამდგომლობა; იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, იგი აბრუნებს შუამდგომლობას და აცნობებს მისი შესრულების ხელშემშლელი გარემოებების შესახებ.
6. ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის წარმომადგენლებს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობით შეუძლიათ ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე დაესწრონ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულება