1. დოკუმენტების გადაცემის შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს მიმღები პირის ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება. თუ გადაცემის შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული მისამართი არასრული ან არაზუსტი აღმოჩნდა, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს ზომებს ზუსტი მისამართის დასადგენად.
2. დოკუმენტების გადაცემა წარმოებს ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ გადასაცემი დოკუმენტი შედგენილი არ არის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ენაზე და მას არ ერთვის დამოწმებული თარგმანი, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება ამ დოკუმენტს მიმღებ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასაცემს, თუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება მიიღოს იგი. ასეთი დოკუმენტის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა არ ჩაითვლება განხორციელებულა