1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე წინასწარი გამოძიების ან სამსჯავრო განხილვისას წარმოიშვება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის ან ექსპერტის პირადად გამოცხადების აუცილებლობა, მაშინ უწყების ჩაბარების შესახებ უნდა ეთხოვოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იუსტიციის შესაბამის დაწესებულებას.

2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმის ან ექსპერტის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იუსტიციის დაწესებულებაში გამოძახება არ უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულებითი ზომების გამოყენების შესახებ.

3. იუსტიციის შემკითხველ დაწესებულებაში გამოძახების საფუძველზე გამოცხადებული მოწმე ან ექსპერტი, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, არ შეიძლება ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე მიცემულ იქნან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, აყვანილ იქნენ პატიმრობაში ან დაედოთ სასჯელი სახელმწიფო საზღვრის გადალახვამდე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. ასეთი პირები აგრეთვე არ შეიძლება მიცემულ იქნენ პასუხისგებაში, აყვანილ იქნენ პატიმრობაში ან დაედოთ სასჯელი იმ ჩვენებების გამო, რომლებიც მათ მისცეს, როგორც მოწმეებმა ან იმ დასკვნების გამო, რომლებიც მათ მისცეს, როგორც ექსპერტებმა, ან განხილვის სტადიაში მყოფი სასხლის სამართლის საქმის გამო.

4. მოწმე ან ექსპერტი კარგავს ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებს, თუ იგი, მიუხედვად შესაძლებლობისა შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას ამ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც მოწმეს თუ ექსპერტს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორია.

5. ამ პირებს უფლება აქვთ აინაზღაურონ მგზავრობასა და საზღვარგარეთ ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯები და მიუღებელი ხელფასი. ექსპერტებს, გარდა ამისა, უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო ექსპერტიზის ჩატარებისათვის. გამოძახებაში აღნიშნული უნდა იყოს თუ რა სახის ანაზღაურების მიღების უფლება აქვთ გამოძახებულ პირებს. მათი შუამდგომლობის საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე მხარის იუსტიციის დაწესებულება, რომლისაგანაც მომდინარეობს გამოძახება, შესაბამისი ხარჯების დასაფარავად იხდის ავანსს.

6. თუ მოწმის სახით გამოძახებული იქნება პირი, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში, იგი შეიძლება დროებით გადაცემულ იქნეს იმ პირობით, რომ იგი იქნება პატიმრობაში და დაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაუბრუნებენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელ მხარეს.

7. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი ან შემსრულებელი მხარის დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის ან ექსპერტის სახით გამოძახებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ან სხვა ფუნქციების შესრულებაზე, თუკი ასეთი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი ან შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით.

8. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის იუსტიციის დაწესებულებამ, აუცილებლობის შემთხვევაში, თხოვნას თან უნდა დაურთოს ცნობა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ეხება ა მუხლის მე – 7 პუნქტში მოხსენებულ უფლებებსა და მოვალეობებ