1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური და სხვა მოქმედებების შესრულების, კერძოდ, დოკუმენტების შედგენის და გადაგზავნის, ჩხრეკის ჩატარების, ამოღების, ნივთიერ მტკიცებულებათა გადაგზავნისა და გაცემის, ექპერტიზის ჩატარების, მხარეთა გამოკითხვის, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მოწმეთა, ექსპერტთა დაკითხვის, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნისა და გადაცემის, სასამართლო დათვალიერების, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენთა ცნობისა და აღსრულების, სააღსრულებო წარწერათა შესრულების, აგრეთვე დოკუმენტების გადაცემის გზით.
2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულებას კისრულობენ საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით დაადგინონ მათ ტერიტორიაზე მყოფი იმ პირების მისამართები, რომელთა მიმართაც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის მქონე პირების მიერ წარდგენილია სამოქალაქო ან საოჯახო სამართლებრივი მოთხოვნები. ამასთან, შემსრულებელ მხარეს უნდა ეცნობოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის თავდაპირველი მონაცემები.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მათ სახელმწიფოში მოქმედი ან ადრე მოქმედი კანონმდებლობის და იუსტიციის დაწესებულებების მიერ მათი გამოყენების პრაქტიკის შესახე