1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების იუსტიციის დაწესებულებები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად.
2.იუსტიციის დაწესებულებები სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ სხვა დაწესებულებებსაც, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები.
3.სხვა დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმეები, იუსტიციის დაწესებულებების მეშვეობით აგზავნიან თხოვნას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახე