1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დაწესებულებები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას გამოიყენებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს. სამუშაო ენად შეიძლება, აგრეთვე, გამოყენებულ იქნეს ინგლისური და რუსული ენები.
2. ხელშეუკრულების მონაწილე მხარეების ენაზე შესრულებულ თხოვნას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე დოკუმენტებს, რომლებიც გაიგზავნება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მიერ მათ შესრულებასთან დაკავშირებით, თან უნდა დაერთოს ხელშეკურულების მონაწილე მეორე მხარის ენაზე შესრულებული თარგმანი. თარგმანი დამოწმებული უნდა იქნას ოფიციალურად თარჯიმნის, შემკითხველი დაწესებულების ან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიე