1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოები ათავისუფლებენ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის (შემდგომში “სასამართლო ხარჯები”) გადახდისაგან იმავე პირობებითა და იმავე მოცულობით, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.
2. ხელშეკრულების მონაწილე მხარის კომპეტენტური სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება, გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, ვრცელდება ყველა იმ პროცესუალურ მოქმედებაზე, რომლებსაც ამ პროცესის მსვლელობისას ახორციელებენ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოები.
3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გასათავისუფლებლად საჭირო დოკუმენტს პირადი და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასცემს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც განმცხადებელს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.
4. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარის ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ამ შემთხვევაში საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც იგი არის.
5. სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, დოკუმენტის გამცემი დაწესებულებისაგან შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი მონაცემები.
6. შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური სასამართლოს მეშვეობით, რომლის მოქალაქეც არის განმცხადებელი. ეს სასამართლო შუამდგომლობას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს მე-12 მუხლში გათვალისწინებული წესით.
7. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან ერთად შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობა იმ საქმეზე წარმოების აღძვრის შესახებ, რომელზეც ვრცელდება ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება, აგრეთვე შუამდგომლობა ადვოკატის დანიშვნის შესახებ ან სხვა შესაძლო შუამდგომლობები.
2. სამართლებრივი დახმარე