ფორმა და შინაარსი
1. შუამდგომლობაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს:
ა) შემკითხველი დაწესებულების დასახელება;
ბ) შემსრულებელი დაწესებულების დასახელება;
გ) საქმის დასახელება, რომელზეც იგზავნება შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
დ) მხარეთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დაზარალებულთა და აგრეთვე შუამდგომლობასთან დაკავშირებულ სხვა პირთა სახელები და გვარები, მათი მოქალაქეობა, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი; იურიდიული პირებისათვის და მათთან გათანაბრებული წარმონაქმნებისათვის დასახელება და ადგილსამყოფელი;
ე) მათი რწმუნებულების სახელები, გვარები და მისამართები:
ვ) შუამდგომლობის შინაარსი:
ზ) სისხლის სამართლის საქმეებზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მისი იურიდიული კვალიფიკაცია:
თ) შუამდგომლობის შესრულებისათვის აუცილებელი სხვა მონაცემები.
2. შუამდგომლობა დოკუმენტების გადაცემის შესახებ ამ მუხლის 1–ლ პუნქტში მითითებულ მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს მისი მიმღების ზუსტ მისამართს და გადასაცემი დოკუმენტების დასახელებას.
3. შუამდგომლობაში ცალკეული პროცესუალური მოქმედების შესრულების შესახებ ასევე აღნიშნული უნდა იყოს ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ მტკიცებას ან მოქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა გადმოიცეს საქმის გარემოებან