1. თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური პირი შეიძლება აღჭურვილი იყოს უფლ;ებამოსილებით წარდგეს სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას ამ ოქმის მიხედვით მეორე მხარის იურისდიქციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ექსპერტი ან მოწმე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და წარადგინოს საქმის წარმოებისათვის საჭირო მტკიცებები, საბუთები ან დამოწმებული ასლები. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებში ამგვარი წარდგენის თხოვნა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ საკითხს, რომლის შესახებაც ეს პირი იქნება გამოკითხუილ, აგრეთვე დამკითხავის წოდებას ან კვალიფიკაციას.
2. უფლებამოსილებით აღჭურვილი ოფიციალური პირი ისარგებლებს ისეთივე დაცვის უფლებით, როგორითაც არსებუილ კანონმდებლობით სარგებლობენ მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირები საკუთარ ტერიტორიაზე
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 11. ექსპერტები და მოწმეები
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 11. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-11-2/