1. ამ ოქმის შესრულება ევალებათ, ერთის მხრივ, საქართველოს ცენტრალურ საბაჟო უფლებამოსილ ორგანოს და, მეორეს მხრივ, ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ საბაჟო ორგანოებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოქმის შესრულებისათვის აუცილებელი ყველა ზომისა და ღონისძიების შესახებ, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით. მათ შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ კომპეტენტურ ორგანოებს მოცემულ ოქმში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით.
2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს და მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას აღსრულების იმ კონკრეტული წესების შესახებ, რომლებიც მიღებულია ოქმის დებულებების შესაბამისად
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 13. შესრულება
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 13. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-13-2/