სამხედრო ტყვეებმა უნდა გაიარონ მომზადება და მათ მიმართ უნდა გატარდეს შრომის დაცვის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული ამგვარი ღონისძიებების მსგავსია. 52-ე მუხლის დებულებათა შესრულების პირობით, დასაშვებია სამხედრო ტყვეების დასაქმება ისეთ ჩვეულებრივ რისკთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, რომელსაც სამოქალაქო პირები ექვემდებარებიან.
ყოვლად დაუშვებელია უფრო მძიმე სამუშაო პირობების შექმნა დისციპლინური ღონისძიებების გატარები