მუხლი 47🔗
დაჭრილ და ავადმყოფ სამხედრო ტყვეებს, თუ მათი უსაფრთხოება ამას დაჟინებით არ მოითხოვს, არ გადააადგილებენ მანამდე, სანამ გადაადგილება მათი ჯანმრთელობისათვის საფრთხის მომცველი იქნება. სამხედრო ტყვეთა რომელიმე ბანაკთან ფრონტის ხაზის მოახლოებისას, ბანაკში მყოფ სამხედრო ტყვეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადააადგილებენ, თუ ეს საკმარისი უსაფრთხოების პირობებშია შესაძლებელი, ან თუ ადგილზე დატოვება მათ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე გადაყვან