დატყვევებულ უნტერ-ოფიცრებს შეიძლება მხოლოდ საზედამხედველო სამუშაოს შესრულება მოეთხოვოთ. უნტერ-ოფიცრებს, რომლებსაც ასეთი სამუშაო არ მოეთხოვებათ, შეუძლიათ მათთვის შესაფერისი სხვა სამუშაოს გამოყოფა ითხოვონ, რომელიც მათთვის შეძლებისამებრ უნდა გამოიძებნოს. თუ ოფიცრები და მათთან გათანაბრებული პირები მათთვის შესაფერის სამუშაოს ითხოვენ, მათ იგი შეძლებისამებრ მიეცემათ, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მათი იძულებით მუშაობ