სამხედრო ტყვეთა გადაყვანა ყოველთვის ჰუმანურად უნდა განხორციელდეს და არ უნდა მოხდეს იმაზე ცუდ პირობებში, რომელთაც დამატყვევებელი სახელმწიფო გადაადგილებისას საკუთარ ჯარებს უქმნის. ყოველთვის მხედველობაში უნდა მიიღებოდეს კლიმატური პირობები, რომელსაც სამხედრო ტყვეები არიან მიჩვეულნი და გადაადგილების პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო.
ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ სამხედრო ტყვეების გადაადგილებისას მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა მოამარაგოს საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლითა და საკვებით, ამასთანავე, უზრუნველყოს ისინი აუცილებელი ტანსაცმლით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით. ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა ზომა, განსაკუთრებით ზღვით გადაყვანისას, და მათ გამგზავრებამდე შეადგინოს გადასაყვან სამხედრო ტყვეთა სრული სი