სამხედრო ტყვეებს სამუშაო დღის შუაში უნდა მიეცეთ, სულ მცირე ერთი საათის შესვენება მაინც; თუ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მუშაკებისათვის გათვალისწინებული, შესვენება უფრო ხანგრძლივია, იგი ამ უკანასკნელის მსგავსი უნდა იყოს. გარდა ამისა, სამხედრო ტყვეებს, კვირაში ერთხელ დამატებით, უპირატესად კვირა დღეს ან მათ ქვეყანაში დაწესებულ დასვენების დღეს, უწყვეტი ოცდაოთხსაათიანი დასვენების უფლება უნდა მიეცეთ. ამასთანავე, ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელმაც ერთი წელი იმუშავა, უნდა მიეცეს უწყვეტი რვადღიანი დასვენება სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებით.
ისეთი სამუშაო ფორმის გამოყენებამ, როგორიცაა ნარდობა, არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო დღის მეტისმეტად გახანგრძლივებ