მუხლი 61🔗

დამატყვევებელმა სახელმწიფომ იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, უნდა მიიღოს მათთვის დამატებითი ფულადი უზრუნველყოფის სახით გამოგზავნილი ფულადი სახსრები იმ პირობით, რომ ეს თანხა ერთი და იმავე კატეგორიის სამხედრო ტყვეებზე თანაბრად განაწილდება, ამ სახელმწიფოზე დამოკიდებულ აღნიშნული კატეგორიის ყველა ტყვეს გადაეცემა და რომ ამ ფულად სახსრებს უმოკლეს ვადაში, 64-ე მუხლის თანახმად, თითოეული ტყვის პირად ანგარიშზე შეიტანენ. მოცემული დამატებითი ფულადი სახსრები დამატყვევებელ სახელმწიფოს ამ კონვენციით მისთვის დაკისრებული რაიმე მოვალეობისაგან არ ათავისუფლებ