ყოველ სამხედრო ტყვეს უფლება აქვს, შემდეგ მუხლში მითითებული თავისი ანგარიშის საკრედიტო სალდო ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში გამოიყენოს, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოთხოვნილი თანხის გადახდას. იმ პირობით, რომ შესრულდება დამატყვევებელი სახელმწიფოს თვალსაზრისით აუცილებელი ფინანსური და სავალუტო შეზღუდვები, სამხედრო ტყვეებს შესაძლებლობა ექნებათ გადარიცხვები საზღვარგარეთაც აწარმოონ. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა სამხედრო ტყვეთა კმაყოფაზე მყოფი პირების სახელზე გადარიცხვებს მიენიჭება.

სამხედრო ტყვეს ნებისმიერ შემთხვევაში და იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომელსაც იგი ეკუთვნის, ექნება თავის ქვეყანაში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა შემდეგი პროცედურის შესაბამისად: დამატყვევებელი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით ზემოაღნიშნულ სახელმწიფოს გადასცემს ავიზოს, რომელშიც არის ყველა აუცილებელი მონაცემი გადამხდელისა და ფულის მიმღების შესახებ, ასევე აღნიშნულია გადასახდელი თანხის რაოდენობა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში. აღნიშნულ ავიზოს ხელს აწერენ დაინტერესებული სამხედრო ტყვე და ბანაკის მეთაური. დამატყვევებელი სახელმწიფო ამ თანხას სამხედრო ტყვის ანგარიშის დებეტზე ჩაწერს; ამ დებეტს დამატყვევებელი სახელმწიფო იმ სახელმწიფოს კრედიტზე ჩაწერს, რომელსაც სამხედრო ტყვე ეკუთვნის.

ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენების მიზნით, დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის V დანართში მოყვანილი სამოდელო წესებით ისარგებლო