ხელისუფლება, რომლის უშუალო გამგებლობაშიც იმყოფებიან სამხედრო ტყვეები, გასამრჯელოს იმ სამხედრო ტყვეებსაც უხდის, რომლებიც ბანაკის მართვასთან, შიდა მოწყობასთან და მოვლა-მოწესრიგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებითა და ხელობით მუდმივად არიან დაკავებულნი; ასევე იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ჩართულნი არიან თანამებრძოლთა სამედიცინო და სასულიერო მომსახურებაში.
ტყვეთა წარმომადგენლის, მისი თანაშემწეების ან მისი კონსულტანტების, თუ ასეთები არსებობენ, სამუშაო გასამრჯელო სურსათ-სანოვაგის მაღაზიებიდან შემოსული მოგების ფონდიდან უნდა იყოს ანაზღაურებული. შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს ოდენობას ადგენს ტყვეთა წარმომადგენელი და შემდგომში ამტკიცებს ბანაკის უფროსი. ასეთი ფონდის არარსებობის შემთხვევაში ამ სამხედრო ტყვეებს სამართლიანი ოდენობის სამუშაო გასამრჯელოს დამატყვევებელი ხელისუფლება უხდი