1. ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო ტყვეთათვის მე-60 და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელფასისა და ფულადი უზრუნველყოფისთვის განსაზღვრული ავანსის 50 პროცენტს და, ამასთანავე, ვადით არაუმეტეს 30 დღისა.

2. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობების გამოკლებით, დამატებით მინიჭებული უპირატესობების ჩამორთმევა.

3. მწყობრგარეშე განაწესები, არაუმეტეს დღეში ორი საათისა.

4. დაპატიმრება.

მე-3 პუნქტში მითითებული ზომა ოფიცრების მიმართ არ გამოიყენება.

დისციპლინური ზომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობისათვის სახიფათ