ზემოაღნიშნული მაქსიმალური ოცდაათდღიანი ვადა იმ შემთხვევაშიც არ უნდა გაიზარდოს, თუ სამხედრო ტყვემ დისციპლინური ზომის გამოტანის მომენტში დისციპლინური წესით პასუხი ერთდროულად რამდენიმე გადაცდომისთვის უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს გადაცდომები.
დისციპლინური ზომის დადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან მის აღსრულებამდე ერთ თვეზე მეტი არ უნდა გავიდეს.
თუ სამხედრო ტყვეს ახალ დისციპლინურ ზომას დააკისრებენ, თითოეული ზომის აღსრულებას შორის, თუ ერთ-ერთი ზომის ხანგრძლივობა ათ ან მეტ დღეს აღწევს, არანაკლებ სამი დღე უნდა გავიდე