აღნიშნული შეტყობინება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:

1. სამხედრო ტყვის გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების თარიღი და პროფესია ან ხელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

2. ინტერნირების ან დაკავების ადგილი;

3. ბრალდების ან ბრალდებათა დაწვრილებითი გადმოცემა კანონის მოქმედი მუხლების მითითებით;

4. სასამართლოს დასახელება, რომელიც საქმეს განიხილავს და საქმის განხილვის დრო და ადგილი.

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ასეთივე შეტყობინებას სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელსაც უგზავნის.

თუ საქმის განხილვის დაწყებისას არ დადასტურდება, რომ მფარველმა სახელმწიფომ, სამხედრო ტყვემ და დაინტერესებულმა ტყვეთა წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული შეტყობინება მიიღეს, უკიდურეს შემთხვევაში სასამართლო მოსმენის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მაინც, საქმის მოსმენა აღარ შედგება და გადაიდებ