სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის მთლიან პერიოდში კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან შესაბამისი ნეიტრალური სახელმწიფოების დახმარებით ორგანიზება გაუწიონ მომდევნო მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ დიდი ხნით ტყვეობაში მყოფი ჯანმრთელი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციაზე ან ინტერნირებაზე.
საომარი მოქმედებების დროს დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად რეპატრიაციისათვის მომზადებული რომელიმე დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რეპატრიაცი