1. განუკურნებადი დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.

2. დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც, ექიმთა პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში ვერ განიკურნებიან, რომელთა მდგომარეობა მოვლას მოითხოვს, ხოლო გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.

3. განკურნებული დაჭრილები და ავადმყოფები, მაგრამ რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები საგრძნობლად, და როგორც ჩანს სამუდამოდ არის დაქვეითებული. ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:

1. დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა განკურნებაც შესაძლებელია დაჭრის მომენტიდან ან ავადმყოფობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა იძლევა სავარაუდო და სწრაფი განკურნების საშუალებას.

2. სამხედრო ტყვეები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური მდგომარეობისათვის, ექიმთა აზრით, შემდგომი ტყვეობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და რომელთათვის ამ საფრთხის თავიდან აცილება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებით იქნებოდა შესაძლებელი.

პირობები, რომლებსაც ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებული სამხედრო ტყვეები მათი რეპატრიაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ, ასევე მათი სტატუსი დაინტერესებულ ქვეყნებს შორის შეთანხმებით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ტყვეებიდან რეპატრირებული იქნებიან შემდეგი კატეგორიის ტყვეები:

1. ისინი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად პირდაპირი რეპატრიაციის პირობებს აკმაყოფილებენ;

2. ისინი, რომელთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მკურნალობის შემდეგაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების არარსებობისას, რომლებიც ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის ან განთავსების საჭიროების გამომწვევ ინვალიდობის ან დაავადების შემთხვევებს განსაზღვრავს, ისინი წინამდებარე კონვენციაზე თანდართული დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის და განთავსების შესახებ სამოდელო შეთანხმებისა და შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ წესების შესაბამისად დადგინდებ