თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ძებნა გამოაცხადოს იმ პირებზე, რომელთაც ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.

თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ მძიმე დარღვევებს.

ყველა შემთხვევაში ბრალდებულმა პირებმა უნდა ისარგებლონ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე 1949 წლის 12 აგვისტოს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებული პირობებ