1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 143
1 და 143
2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც, ამავე კოდექსის 143
1 მუხლის თანახმად, არის ექსპლუატაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ნებაყოფლობით მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4706 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.136
საქართველოს 2014
წლის
მაისის კანონი №2473 - ვებგვერდი, 04.06.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 24
ივლისის კანონი
№4106
- ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2354
–
ვებგვერდი, 29.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.05.2018 კანონი №2354
- 24.07.2015 კანონი №4106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა 1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც, ამავე კოდექსის 143 1 მუხლის თანახმად, არის ექსპლუატაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ნებაყოფლობით მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4706 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.136 საქართველოს 2014 წლის მაისის კანონი №2473 - ვებგვერდი, 04.06.2014წ. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება