თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, მათი დახმარების, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება სააგენტოსთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.
3. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).
4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
41. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) ყოფნის დროს.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5765 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2020 კანონი №5765
- 11.12.2019 კანონი №5462
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობა 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, მათი დახმარების, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი). 2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება ფოსააგენდტოსთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული. 3. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი). 4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. 41. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. 5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) ყოფნის დროს.