1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსება.
2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესი, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დებულება).
2
1. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.
3. საკოორდინაციო საბჭომ 2014 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი.
31. ფონდის დირექტორმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ფონდის დებულება.
32. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე.
4. საკოორდინაციო
საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს:
ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში;
გ) სამოქმედო ინსტრუქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
დ) ფონდიდან კომპენსაციის გაცემის წესი.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი და ფორმები.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრა და სათანადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციოდ წარდგენა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1268
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085
– ვებგვერდი, 31.07.2015წ.
თავი VII. დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.07.2015 კანონი №4085
- 20.09.2013 კანონი №1268
წინა რედაქცია (16.05.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსება. 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონ2014 წლის 1 ამოქმედებპრიდლან 6 თვის ვამდაე ში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში პირის წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან მისი გამოყვანის წესი, მისაკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დებულება). 32 1. საკქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ იძულებჭითი შრომისა და შრომ კითი ექსპლუატაციის პრევენოციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფოქ ზედამხედველობიდს გან 6 თვხორციელების ვწესი. 3. საკოორდინაშციო საბჭომ 2014 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს პმთავრეზიდენტობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი. 31. ფონდის დირექტორმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ფონდის დებულება. 32. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე. 4. საკოორდინაციო საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში; გ) სამოქმედო ინსტრუქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); დ) ფონდიდან კომპენსაციის გაცემის წესი. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი და ფორმები. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი. 10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრა და სათანადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციოდ წარდგენა. თავი VII. დასკვნითი დებულებანი