თავი II — საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების მეშვეობით.
2. II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასა და ნარკოლოგიური დახმარების ხარისხზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით, სამედიცინო, სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3064
წინა რედაქცია (08.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალური ბრუნვის სფეროში სახელმწიფო კომპეტენცია 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების მეშვეობით. 2. II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასა და ნარკოლოგიური დახმარების ხარისხზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით, სამედიცინო, სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.