ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

ბ) საჭიროებიდან გამომდინარე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა;

გ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა;

ე) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება;

ვ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების, მათ შორის გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა;

ზ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა;

თ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის გასანადგურებლად წარდგენა და განადგურების აქტის შედგენა;

ი) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებ