დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;

გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;

დ) საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ე) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (შემდგომში – ნარკოტიკული საშუალებები) უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ზ) ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

თ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ი) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობა;

კ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვა;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებ