უფლებამოსილებები

დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების შესაძლებლობებისა და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენება;

ე) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა;

ვ) სამართალდაცვით სფეროში მოქმედ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვას რეგიონულ ორგანიზაციასთან (შემდგომში – სუამი), საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (შემდგომში – ინტერპოლი), ევროპის პოლიციის სამსახურთან (შემდგომში – ევროპოლი) და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა; პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების, გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა, საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;

თ) დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ძალით უზრუნველყოფა;

ი) დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციე