ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზებული დანაშაულისა და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
ბ) „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის და კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთის მიზნით;
გ) „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება;
დ) დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანებით ვაჭრობაში; აგრეთვე მათი საქმიანობის მეთოდებისა და საშუალებების ოპერატიული შესწავლა და ანალიზი;
ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის/სირთულის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის გამოძიება;
ვ) იმ პირთა ძებნა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა, რომლებიც ემალებიან გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებენ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს; უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა და ამოუცნობი გვამების დადგენა;
ზ) ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულის გამოძიება;
ი) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ