სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენციაა:
ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამთან 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციის განხორციელება, კერძოდ ოპერატიული და არაოპერატიული ინფორმაციის გაცვლა; უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა;
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და კოორდინაცია;
ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) ინტერპოლთან და საზღვარგარეთის სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუცია) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან შექმნილი საგამოძიებო ან/და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ჯგუფებში მონაწილეობა;
მ) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ინიცირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ