1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;

ბ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და გეგმებს;

ე) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას, მთავარი სამმართველოს ან სამმართველოს უფროსისათვის, დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ;

კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს;

მ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ნ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილ