1. დეპარტამენტში შემავალ მთავარ სამმართველოს და სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს მთავარი სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და მთავარი სამმართველოს უფროსს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და მთავარი სამმართველოს უფროსს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის და მთავარი სამმართველოს უფროსის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
4. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად, სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ვარჯიშების და წვრთნების ჩატარების შესახებ;
ბ) სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან შეთანხმებით, შესაბამისი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე/კურსებზე სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს მოსამსახურეების გაგზავნის შესახებ;
გ) სპეციალური ღონისძიებების სამმართველოში სადღეღამისო განწესის დანიშვნის შესახე