1. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება;

გ) III განყოფილება;

დ) IV განყოფილება;

ე) V განყოფილება.

2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ სპეციალურ დავალებათა შესრულება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა და საშტატო განრიგი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვი