ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ეფექტიანობის შეფასების მიზნით დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ოპერატიული საქმიანობის ზედამხედველობა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ბ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და აღრიცხვა;

გ) დეპარტამენტის ოპერატიული დანაყოფების მიერ წარმოებული ოპერატიული საქმიანობის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარება;

ე) პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, გამოვლენილი ხარვეზებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა;

ვ) ანალიტიკური საქმიანობა, აგრეთვე შესაბამისი ანალიტიკური და ოპერატიული ბაზების წარმოება; დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონაცემების განზოგადება და შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება რეგისტრირებულ დანაშაულთა სტრუქტურისა და დინამიკის ძირითადი ტენდენციების შესახებ;

ზ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სპეციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის გამოძიება;

თ) დეპარტამენტში არსებული ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ხელშემწყობი პირების რეგისტრაცია, საქმიანობის განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. აგრეთვე, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ