1. თითოეული მხარე დანიშნავს (ან დაარსებს) ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს, შემდგომში კომპეტენტურ ორგანოებად წოდებულნი, წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოს კოორდინირების მიზნით.
2. სხვა მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დაურღვევლად, თითოეული მხარე დანიშნავს (ან დაარსებს) ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ძირითად პუნქტს უბედური შემთხვევების დროს ცნობათა მიწოდებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.
3. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების), აგრეთვე ძირითადი პუნქტის (პუნქტების) დანიშვნის ან ამ ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) და ძირითადი პუნქტის (პუნქტების) უწყვეტ ფუნქციონირება