წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქვემომოყვანილ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:

„დახმარება“ – დამხმარე მხარეების მიერ უზრუნველყოფილი ტვირთი, მასალები, პერსონალი და მომსახურება, მთხოვნელი მხარეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით;

„დამხმარე მხარე“ – მხარე, რომელიც დახმარებას უწევს;

„დახმარების ჯგუფი“ – დამხმარე მხარის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დანიშნულია დახმარების აღმოჩენის მიზნით და აღჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებით;

„კომპეტენტური ორგანო“ – სააგენტო, რომელიც დანიშნულია თითოეული მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვისა და კოორდინირების მიზნით;

„კატასტროფა“ – გარკვეულ ზონაში მომხდარი მოვლენა, რომელიც წარმოიშვა უბედური შემთხვევის, სახიფათო ბუნებრივი მოვლენის, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფის შედეგად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია ადამიანთა და გარემოს მნიშვნელოვანი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ზარალი;

„უბედური შემთხვევა“ – მდგომარეობა, ხშირად სახიფათო, რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად და მოითხოვს სასწრაფო მოქმედებებს;

„უბედური შემთხვევის ზონა“ – ტერიტორია, რომელზეც ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას;

„უბედური შემთხვევის დროს სასწრაფო საპასუხო ზომები“ – საძებნი, საშველი და სხვა გადაუდებელი აღდგენითი ზომები, რომლებსაც მიიღებენ უბედური შემთხვევის დროს და რომლებიც მიმართულია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაცვისაკენ, აგრეთვე გარემოს, კულტურული და მატერიალური ზარალისა და უბედური შემთხვევის ზონაში გარეშე სახიფათო ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანისკენ;

„აღჭურვილობა“ – მასალები, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები, დახმარების ჯგუფის სამხედრო უზრუნველყოფის საგნები და ჯგუფის წევრთა ინდივიდუალური აღჭურვილობა;

„დახმარების ტვირთი“ – უფასო და საგადასახადო დაბეგვრისგან თავისუფალი მატერიალური რესურსები, რომლებიც განაწილდება უბედური შემთხვევისგან დაზარალებული მოსახლეობის შორის;

„პირადი მონაცემები“ – ნებისმიერი ხასიათის ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარკვეულ უბედურ შემთხვევასთან;

„მომთხოვნი მხარე“ – მხარე, რომელიც მიმართავს დახმარებისთვის;

„საძებნო და საშველი ზომები“ – კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მიერ განსაზღვრული ზომები, რომლებიც მიმართულია უბედური შემთხვევის ზონაში მყოფ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და მატერიალური და კულტურული ღირებულებებისა და გარემოს დაცვისაკენ;

„სატრანზიტო ქვეყანა“ – ნებისმიერი სახელმწიფო, რომლის მთავრობაც წარმოადგენს შეთანხმების მონაწილე მხარეს, გარდა მომთხოვნი მხარისა და დამხმარე მხარისა, რომლის ტერიტორიის გავლითაც, საჰაერო სივრცისა და/ან ტერიტორიული წყლების ჩათვლით, ხდება დამხმარე ჯგუფის, აღჭურვილობისა და დახმარების ტვირთის ტრანსპორტირებ