1. მხარეები თანამშრომლობენ წინამდებარე შეთანხმების დებულებების, აგრეთვე აღიარებული საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, სასწრაფო ინფორმაციის მიწოდებისა და ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებისა ან/და მათი წარმოქმნის შესაძლებლობის შემთხვევებში დახმარების აღმოჩენის მიზნით.

2. თუ ერთ-ერთ მხარეს ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში სჭირდება დახმარება თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დახმარება მეორე მხარისგან (მხარეებისგან) სახელმწიფო მიმართვის მიწოდების გზით. დამხმარე მხარე (მხარეები) დახმარებას აღმოუჩენენ მომთხოვნ მხარეს იმ მეთოდებისა და ზომების საშუალებით, რომლებიც მიმართულია კატასტროფების შედეგების თავიდან აცილებისა და/ან აღმოფხვრისაკენ.

3. მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. დახმარება გაწეული იქნება უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეთა შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება.

4. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს დახმარების ტვირთის შეუფერხებელ მიღებასა და განაწილებას მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ მოსახლეობას შორის. დახმარების ტვირთი განაწილდება რასობრივი, რელიგიური, ენობრივი, პოლიტიკური და სხვა დისკრიმინაციის გარეშ