1. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანო განახორციელებს დახმარების ჯგუფების ღონისძიებების კოორდინირებას, მართვასა და კონტროლს, ამ ჯგუფების ხელმძღვანელობის მეშვეობით.

2. მომთხოვნი მხარე შეატყობინებს დამხმარე მხარის ჯგუფის ხელმძღვანელებს უბედური შემთხვევის ზონაში მდგომარეობის განვითარებისა და ღონისძიებების ჩატარების ადგილების შესახებ, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს ამ ჯგუფებს თარჯიმნებით და იმ შტაბ-ბინებთან კავშირის საშუალებებით, რომლებიც აწარმოებენ საძებნო და მაშველი და სხვა აუცილებელი ღონისძიებების მართვას.

3. დახმარების ჯგუფები ისარგებლებენ საკუთარი აღჭურვილობით, უბედური შემთხვევის ზონაში ჩამოსვლიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში მოქმედების მიზნით. მომთხოვნი მხარე მოცემული ვადის ამოწურვის შემდეგ უზრუნველყოფს აღნიშნულ ჯგუფებს, მათი მოთხოვნის თანახმად, ყველა აუცილებელი ტვირთით.

4. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს დახმარების ჯგუფის წევრებს უსაფრთხოებით, უფასო სამედიცინო დახმარებით, კვებით და საცხოვრებელი ადგილით, აგრეთვე პირველადი დანიშნულების საგნებით, თუ ჯგუფის წევრებს დაუმთავრდათ საკუთარი მარაგ