1. დახმარების ჯგუფების, აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტების ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ტრანსპორტით.
2. დამხმარე მხარის კომპეტენტური ორგანო მიაწოდებს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გამოიყენოს საჰაერო ტრანსპორტი დახმარების აღმოჩენის მიზნით, დახმარების ტვირთის ჩამოყრის ზონის, ფრენის მარშრუტის, საჰაერო ტრანსპორტის ტიპისა და სასიგნალო ნიშნების, ეკიპაჟის წევრთა რაოდენობის, ტვირთის დახასიათების, ფრენის განრიგისა და მგზავრთა (პერსონალის, ტექნიკური პერსონალის, ჟურნალისტების, ა.შ. ) სიის მითითებით.
3. სამოქალაქო ან სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტის ფრენა განხორციელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ოს) და მხარეთა წესების შესაბამისად. სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს დიპლომატიური განბაჟების წესები.
4. დამხმარე მხარე გათავისუფლებულია როიალტის გადასახადისაგან, გათვალისწინებულს იმ საჰაერო ტრანსპორტის ფრენის, დაჯდომის, სადგომის, აფრენისა და მართვის მომსახურებისათვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს სასწრაფო დახმარებას.
5. დამხმარე მხარის საჰაერო ტრანსპორტის საწვავის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს შეთანხმების მონაწილე მხარეთა ხელისუფლებ