1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დახმარებისათვის ექსპორტირებული და იმპორტირებული დახმარების აღჭურვილობა და სასურსათო პროდუქტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან, ანაკრებისა და შესატანებისაგან.
2. დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის საბაჟო ინსპექტირება და კონტროლი განხორციელდება გამარტივებული წესით უპირატესობის საფუძველზე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების იმ შეტყობინებების დაცვით, რომლებშიც მოცემულია დახმარების ჯგუფების სტრუქტურა და ექსპორტირებული და იმპორტირებული დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი.
3. ნარკოტიკული საშუალებანი და ფსიქოტროპული ნივთიერებანი შეიძლება იმპორტირებულ იქნეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა სამედიცინო დახმარებისთვის და გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელი წარუდგენს საბაჟო კონტროლის ორგანოებს დეკლარაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, მათი ნომენკლატურისა და რაოდენობის მითითებით.
მომთხოვნი მხარის შესაბამის ხელისუფლებას შეუძლია განახორციელოს ზემოაღნიშნული საშუალებებისა და ნივთიერებების გამოყენებასა და შენახვაზე კონტროლი.
მისიის განმავლობაში გამოუყენებელი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები გატანილი იქნება მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატი გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს მომთხოვნი მხარის საბაჟო კონტროლის ორგანოებისათვის მისიის დასრულების შემდე